LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი შეკვეთილი და ევროპის სხვა გამორჩეული დენდროლოგიური პარკები

1307
pjimage

მაგნოლიები, კვიპაროსები, კედრები და ევკალიპტები… ეს იმ ხე-მცენარეების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ხილვას უკვე საქართველოში, შეკვეთილში მდებარე უნიკალურ და ულამაზეს დენდროლოგირურ პარკში შეძლებთ.

ხე-მცენარეებმა პარკში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოიყარეს თავი.

ამასთან დამთვალიერებლებს აქ 45 სახეობის ფრინველის, მათ შორის ულამაზესი, ვარდისფერი ფლამინგოების ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ.

დენდროლოგიური პარკი უკვე 15 ივლისს ოფოციალურად გაიხსნება. ამ ეტაპზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პარკში შესვლა უფასო იქნება.

დენდროლოგია ეს არის მეცნიერება, ბოტანიკის ნაწილი, რომელიც ხეებს სწავლობს. დენდროლოგიური პარკი კი გეოგრაფიული, დეკორატიული, ეკოლოგიური და სხვა ნიშნების მიხედვით გაშენებული მცენარეების ადგილია. პარკში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხე-მცენარეთა მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს.

წარმოგიდგენთ ევროპის კიდევ 5  გამორჩეულ დენდროლოგიურ პარკს.

უკრაინა – ეროვნული დენდროლოგიური პარკი “სოფიევკა”

უკრაინის ეროვნული დენდროლოგიური პარკი “სოფიევკა”, ჩერკასის ოლქის ქალაქ უმენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, მდინარე კამენკის ორივე ნაპირზე. დღეს ეს ულამაზესი და მრავალფეროვანი პარკი ფუნქციონირებს, როგორც დასვენების ადგილი. მას ყოველწლიურად  500 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.

“სოფიევკაში” 3 323-ზე მეტი მშობლიური და ეგზოტიკური ხეებისა და ბუჩქების სახეობა იზრდება, მათ შორის: ჭაობის კიპარისი, ვეიმუტის ფიჭვი, ლირიოდენდრონი, ჭადარი, გინკგო, ნაძვი და მრავალი სხვა.

“სოფიევკა” 1796 წელს, ქალაქ უმენის მფლობელმა, პოლონელმა მაგნატმა სტანისლავ პოტოცკიმ დაარსა. მან პარკს თავისი მეუღლის, სოფია პოტოცკაიას სახელი უწოდა და შემდეგ მის დაბადების დღეზე, 1802 წლის მაისს აჩუქა.

პარკი თითქმის ხეებს მოკლებულ რელიეფზე შეიქმნა. შექმნის პროცესი წინასწარი გეგმის გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა მისი რელიეფი ოსტატურად არის გამოყენებული. მუშაობის დასრულების პროცესში, განცალკევებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი და ეგზოტიკური ხეები და ბუჩქები დაირგო. ამავე დროს აშენდა პირველი არქიტექტურული კონსტრუქციები, გაფორმებისთვის კი ძირითადად ანტიკური ხანის ქანდაკებები შეიქმნა.

 

პარკის მთავარი კომპოზიცია მდინარე კამენკის კალაპოტზე გადის, სადაც რიგი აუზები და ჩანჩქერებია განთავსებული (ერთ-ერთი 14 მ სიმაღლის).

პარკს კლდეები, გროტები და პავილიონებიც ამშვენებს.

საფრანფეთის დენდროლოგიური პარკი

საფრანგეთის დენდროლოგიურ პარკი შევრელუ (arboretum national de Chèvreloup) 200 ჰექტარზეა განთავსებული, მსოფლიოდან 2700 სახეობის ხე და ბუჩქია თავმოყრილი. ის როკანკურის კომუნის ტერიტორიაზე იველინის დეპარტამენტში მდებარეობს და პარიზის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმს ეკუთვნის.

პარკი დამთავლიერებლებისთვის 1977 წლიდან არის ღია. ყოველწლიურად ამ ულამაზეს ადგილს 17 ათასზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

 

პოლონეთის ეროვნული დენდროლოგიური პარკი

პოლონეთში, ქალაქ კურნიკში მდებარე ულამაზეს დენდროლოგურ პარკში, რომელიც 40 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განთავსებული, 3300 სხვადასხვა სახოების ეგზოტიკური და ადგილობრივი ხე და ბუჩქია თავმოყრილი.

დამთვალიერებლებს ადგილობრივი სახეობის წიფლისა და მუხის, აგრეთვე ეგზოტიკური, ასზე წელზე მეტი ხნის ხეების (გრძელი წვერიანი მაგნოლია, კეფალინის ნაძვი) ხილვის შესაძლებლობა ეძლევათ.

აქვე შეხვდებით არყის, ვაშლის და ალუბლის ხეების კოლექციებს, დეკორატიულ ბუჩქებს, ასევე კორეულ ნაძვს, დასავლურ ტურას და ვიჩას ნაძვს.

 

რუმინეთი – Simeria

რუმინეთის უძელესი ეროვნული დენდროლოგიური პარკი ჰუნედოარას ოლქში მდებარეობს. პარკი, რომელიც XI საუკუნის შუა პერიოდში, ბუნებრივ ტყეში გაშენდა, მთლიანობაში 70 ჰექტარ ფართობს იკავებს.

პარკში ეგზოტიკური და ადგილობრივი ხე-მცენარეების უძველესი და უძვირფასესი კოლექციაა თავმოყრილი. დამთვალიერებლებს აქ ალოე ვერას, პალმების, ყავის ხეების, კაქტების და სხვა ხე-მცენარეების ნახვა შეუძლიათ.

პარკის ვიზუალი მუდმივად იცვლება, რადგან აქ სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეა თავმოყრილი, რომლებიც სხვადასხვა დროს ხარობენ, ამიტომ ფერსაც მუდმივად იცვლიან.

დენდროლოგიურ პარკში შთამბეჭდავი ზომის ხეებია თავმოყრილი. მათ შორის: ბანანი, კვიპაროსი, მაგნოლია აკუმინატა და ა.შ.

აქ ასევე ნახავთ იაპონურ ალუბალს, იაპონური კომშს, 200 წელზე მეტი ასაკის აკაციას, მაგნოლიას, მრავალ ულამაზეს ვარდს და ა.შ.

 

 

პრაღის დენდროლოგიური პარკი

პრაღასთან ახლოს მდებარე 72 ჰექტარ ფართობზე გაშლილი ულამაზესი დენდროლოგიური პარკი დამთავლიერებლებისთვის 1990 წლიდან არის ღია. აქ 7000-ზე მეტი სხვადასხვა სახის დეკორატიული ხე და მრავალწლიანი ნარგავია თავმოყრილი.

პარკი იდეალური ადგილია ყვავილების მოყვარულთათვის. აქ უნიკალური ჯიშის ყვავილები, მათ შორის ვარდების გამორჩეული, იშვიათი სახეობების და ტიტების ხილვაა შესაძლებელი. ყოველ გაზაფხულს პარკში სხვადასხვა ყვავილებთან დაკავშირებული და ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებები ეწყობა.

ბაღის შესასვლელში დიდი მოედანია, სადაც მცენარეები იყიდება. აქ ასევე ორნამენტულ ვაშლის ხეებს, იასამანს, ფიჭვს, ნაძვს და ჯუჯა ხეებს შეხვდებით. ასე რომ, ეს უმშვენიერესი დენდროლოგიური ბაღი დასასვენებლად იდეალური ადგილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები