LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ, ერთადერთი მშვიდი მეზობელი შავი ზღვაა, ისიც ხანდახან თავს გვესხმის, როცა ღელვაა.. არ შეიძლება ასე არხეინად ვიყოთ“ – ალეკო ელისაშვილი

185
elisashvili1

„ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ, ერთადერთი მშვიდი მეზობელი შავი ზღვაა, ისიც ხანდახან თავს გვესხმის, როცა ღელვაა. არ შეიძლება ასე არხეინად ვიყოთ..  აი, რატომ? რის იმედად ვართ? ან რაღაც იცის „ქართულმა ოცნება“, რასაც არ გვეუბნება, ან რა ვიცი, ყველა მთავარანგელოზი ერთად გადაგვეფარა,“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა და სახელმწიფო მზად უნდა იყოს ომისთვის.

„ისრაელში რომ პოლარიზაცია იყო, ასეთი მონაგონია. რა „ნაცი“, რა „ქოცი“, რა სააკაშვილის და რა ივანიშვილის მხარდამჭერი, ერთმანეთს ხოცავდნენ.

შარშან ოთხი არჩევნები ჩატარდა და ვერა და ვერ ირჩევდნენ მთავრობას, იმიტომ, რომ საშინელი დაპირისპირება იყო სხვადასხვა პარტიას შორის.

საქმე საქმეზე რომ მიდგა, რა გააკეთეს, რამხელა პოლიტიკური კულტურა აქვთ, გამოვიდა ბენიამინ ნეთანიაჰუ და თქვა, რომ „მოდით, ახლა ეს გადავწიოთ გვერდზე, ახლა ვქმნით დროებით ეროვნული თანხმობის მთავრობას და გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთო“.

არ ვიცი ჩვენამდე როდის მოვა ის კულტურა, რაც ისრაელს ახასიათებს.

მათ შორის, სამობილიზაციო და ჯარში წასვლის კულტურა.

ისრაელში 48 საათში 300 ათასი კაცი დააყენეს იარაღ ქვეშ და ის კი არა, რომ უიმე, იარაღი აქედან ისვრის თუ იქიდან.

ეროვნული ჟინი არ გვაკლია, მაგრამ ებრაელებს განასხვავებს სხვებისგან ის, რომ ზუსტად იციან სხვებისგან ომის შემთხვევაში რას აკეთებენ, ზუსტად იციან იარაღი და აღჭურვილობა სად არის, როგორ მოქმედებენ და სად მიდიან და ა.შ. ისინი ბრმად არ მიდიან.

ჩვენ როცა სააკაშვილის დროს წაგვიყვანეს ნახირივით რეზერვისტები, გაგებაში არ ვიყავით, პირი დაღებული გვქონდა და ნახევარზე მეტს ავტომატი პირველად ეკავა ხელში.

ვინ იყო ჩვენი მეთაური, სად გაგვიყვანეს, რა დავალება გვქონდა, დავდიოდით ბატებივით.

„ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა – რეზერვი საერთოდ არ არის.. სააკაშვილს „სიაფანდი“ რეზერვი ჰყავდა, აბსოლუტურად ფასადური.

წაგვიყვანეს 18 დღე, აბა, ტაქტიკური მომზადება და იყო „ჯოკერის თამაში“ ტყეში. აბა, ამათ შეხედეთ რა მხეცები არიან, როგორ ერთ მუშტად შეიკრნენ.

ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი სახელმწიფო უნდა იყოს მზად ომისთვის.

თუ გინდა, რომ ომი თავს არ დაგატყდეს, უნდა იყო მზად.

ჩვენს ახალ „თავდაცვის კოდექსში“ 90% რაც წერია, არის ძალიან კარგი. აქამდე რას აკეთებდა „ქართული ოცნება“, 11 წელია ხელისუფლებაშია – აქამდე არ შეიძლებოდა? მაგრამ „თავდაცვის კოდექსი“ მთავარს აწესრიგებს, ბევრს არაფერს არ აწესრიგებს.

სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურას ვერ მოაწესრიგებს, შეიარაღების შესყიდვას ის ვერ მოაწესრიგებს – ის აწესრიგებს გაწვევის ახალ წესს, რომელიც სწორი წესია, მაგრამ 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედეს, მაგრამ ეს საფრთხეები დღესაც ხომ არის? რატომ ხვალვე არ ვიწყებთ ამ გაწვევის ახალ სისტემას?

გეგონება ისლანდიაში ვართ, გარშემო მარტო გეიზერებია ან ახალ ზელანდიაში, თავს რომ არასდროს არ დასხმია არავინ. დაგვემხო ყველაფერი თავზე. მითხარი თავშესაფარი მეტროს გარდა სად არის? თბილისში რომ მოინდომოთ და სირენა ჩართოთ, ვერ ჩართავთ,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები