საქართველოს მეოთხე  პრეზიდენტი “ქართული ოცნებას” აკრიტიკებს და ამბობს, რომ ასეთი მთავრობა ქართველ ხალხს არ ეკადრება.

“ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს ქვეყანაში, არის ავტორიტარი, ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს საზოგადოებას…

იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას. ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხავს რუსი ოკუპანტი, იმიტომ, რომ რამდენჯერ ჩვენზე მეტი ტანკი და „ბეტეერიც“ არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ“  – განაცხადა მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას.

მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს ადასტურებს: “საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე”

 

“გავრილოვის ღამიდან” 1 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება.

“გავრილოვის ღამიდან” 1 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on შაბათი, 20 ივნისი, 2020

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები