LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ქვეყანას ჭუჭყიანი წყალი შემოასხეს, ვინ და რატომ – არ ვიცი, მე სასულიერო პირი ვარ და ამ ჩანაწერებზე წვდომა არ მაქვს: მეუფე ნიკოლოზი

45
მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ინტერნეტსივრეში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმიანება და ამბობს, რომ “ქვეყანას ჭუჭყიანი წყალი შემოასხეს”.

მეუფე აქვე აღნიშნავს, რომ სასულიერო პირია, აკეთებს თავის საქმეს და ფარულ ჩანაწერებზე წვდომა არ აქვს:

“ეს არის ჭუჭყიანი წყალი, რომელიც ვიღაცამ პირი გააღო და გადმოასხა იქიდან და ეს ვიღაც ვიცით ვინც არის. აპოკალიფსში წერია, რომ გველეშაპი მიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის შესაჭმელად და რომ ვერაფერს ვერ უშვება, მერე აღებს პირს და ჭუჭყიან წყალს ასხამს, რომ დასვაროს და ანგელოზები აიყვანენ ზემოთ და არ დაისვრება.

ეს არის მოვლენა, რომ ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი, ვინ შემოასხა, რატომ შემოასხა, მე არ ვიცი, მე სასულიერო პირი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და არ მაქვს წვდომა ამ ფარულ ჩანაწერებზე. მართალი გითხრათ, კი არ მინდა და არც მაინტერესებს, მაგრამ რომც მინდოდეს, წვდომა არ მაქვს. თქვენ გაქვთ წვდომა და მე არ მაქვს, ეს არის საოცრება და აქედან ჩანს ამ მოვლენის არსი, რომ თქვენ ჟურნალისტებმა იცით, ჩვენ ვისაც გვეხება არ ვიცით. ვიღაცამ გამოგვიგზავნა წერილი ჯოჯოხეთიდან, პირდაპირ წერია იმ წერილში: „ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი წერილი“, ეს არის ყველაფერი ამისი “ანი” და “ჰოე”, დასაწყისი და დასასრული, მიზანი, მიზეზი და ყველაფერი.”  -განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა “ფორმულას”.