LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

101
BeFunky-collage (11)

ოპოზიციის ნაწილმა დღეს პარლამენტში მანდატზე ინდივიდუალური უარის თქმის პროცედურა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს, შესაბამისად, მოლაპარაკებისთვისაც მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი. პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ამ დროისთვის ხუთმა სუბიექტმა მიმართა. მანდატებზე უარი ჯერ 3 პარტიას: “გირჩს”, “მოქალაქეებს” და პატრიოტთა ალიანსს” არ უთქვამს.

მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში შეთანხმების იმედი აქვთ.

იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ პარლამენტის საქმიანობაში არაერთი პარტია ჩაერთვება: თალაკვაძე

რაც შეეხება მანდატებზე უარის თქმას, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ პარლამენტში შემოსვლა.”

“ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ ვიქნებოდით ოპოზიციაში. სწორედ იმის გამო, რომ არ ჰყოფნის ინტელექტი მაგალითად, ბოკერიას, გვარამიას და ა.შ. ამიტომ არიან ისინი დღემდე ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რესურსი აქვთ, მედიარესურსი, ფული აქვთ მილიონი მოპარული და იმას ხარჯავენ ყოველ არჩევნებზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფნიდეთ, თავისი ჭკუით მოგვიგებდნენ დიდი ხანია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც.

საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ენმ მინიმუმ 50%-ს აიღებდა, ამიტომ არ მიშვებენ: სააკაშვილი

აღნიშნულს კობახიძემ ასე უპასუხა – „იოცნებოს მაგაზე“.

“რაც შეხება ვაშაძეს, განცხადება გააკეთა, გაემიჯნა. გამიჯნვას რაც შეეხება, საინტერესო რა არის, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ეს ოპოზიცია იყო დასუსტებელი, დასაშლელი და ა.შ. რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მიგვეყვანა, ეს საქმე ახლა თვითონ მიჰყავთ. ბოკერიამ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ქართულ დემოკრატიას, ასევე სააკაშვილმა და გვარამიამ, ისინი შლიან თანდათანობით ამ რადიკალურ და მარგინალურ ოპოზიციას, ჯერ „ევროპული საქართველო“ ჩამოანგრია თვითონ, საკუთარი პარტია, მერე „გირჩი“ დაშალეს, ახლა „ნაცმოძრაობა“ დაშალეს“, – განაცხადა კობახიძემ.