LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ პარლამენტის საქმიანობაში არაერთი პარტია ჩაერთვება: თალაკვაძე

81
311E8C57-AF61-486C-8B09-35E9B7BEDF70-w1080-h608-s

როცა პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, აირჩიეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, თუმცა მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია ის, რომ საქართველოს პარლამენტს ემუშავა  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აქვს იმედიც და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. ამასთან, მან ოპოზიციას მიმართა, რომ დიალოგი არა კატეგორიული მოთხოვნებისთვის, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოიყენონ.

ეს ყველას პარლამენტია – მსურს, ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ: თალაკვაძე

„მმართველი გუნდი თავიდანვე მხარს უჭერდა დიალოგს. ჩვენ ყველა რაუნდში სრულფასოვნად მივიღეთ მონაწილეობა. ახლაც მხარს ვუჭერთ დიალოგს. მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს. ჩვენ მომხრე ვართ, რომ დიალოგი გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ ის პოზიტიური შედეგით დასრულდება. თუმცა, დიალოგის ფარგლებში რაიმე ტიპის შეთანხმებები ქვეყნის კონსტიტუციის, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების თუ კანონის უზენაესობის ხარჯზე ვერ მოხდება. ჩვენ მზად ვართ კონსტიტუციის ფარგლებში შეთანხმებისთვის, რომელიც საქართველოს დემოკრატიას, მრავალპარტიული პარლამენტის ფუნქციონიორებას სჭირდება.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციას, დიალოგი გამოვიყენოთ იმისთვის, რათა შევთანხმდეთ არა იმ კატეგორიული მოთხოვნების გარშემო, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმოდა, არამედ შევთანხმდეთ იმ ინტერესების და საკითხების გარშემო, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g