LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისნამი საყვარლიშვილი: „ძალიან რთულია საქართველოდან ამერიკაში ჩამოხვიდე, ქართული თბილი ურთიერთობებიდან ცივ ამერიკაში გადმოინაცვლო, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი 100 წლამდე ადამიანური ურთიერთობების გარეშე?!“

399
fot (1)

„ძალიან რთულია საქართველოდან ამერიკაში ჩამოხვიდე. ქართული თბილი ურთიერთობებიდან ცივ ამერიკაში გადმოინაცვლო,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცისნამი საყვარლიშვილი წერს და აღნიშნავს, რომ ამერიკელებს დრო მეგობრებისთვის თითქმის არასდროს არ აქვთ.

„ძალიან რთულია საქართველოდან ამერიკაში ჩამოხვიდე. ქართული თბილი ურთიერთობებიდან ცივ ამერიკაში გადმოინაცვლო.
მოკლედ, ეს დღეები მოვრჩი სახლის საქმეებს, არაფერი აღარ დამრჩა გასაკეთებელი და მოვიწყინე. დავურეკე ერთ ჩემს ამერიკელ მეგობარს, წამო ყავა დავლიოთმეთქი, არ სცალია. დავურეკე მეორეს, მეორემაც იგივე გამიმეორა. მესამესგანაც რომ უარი მივიღე, მარტო წავედი კოფი შოპში.

ვიჯექი დიდხანს ჩემთვის, ვწრუპავდი ცივ მაჩას და ვფიქრობდი.

როგორ შეიძლება ადამიანს დრო არ ჰქონდეს მეგობრებისთვის? როგორ შეიძლება ჭორაობის სურვილი არ ჰქონდეს?! ეს ხომ ერთგვარი თერაპიაა?!

როგორ ცხოვრობს ეს ხალხი 100 წლამდე ადამიანური ურთიერთობების გარეშე?!

ცხოვრება მარტო ფული ხომ არაა?! ამათმა იციან მუშაობა, მუშაობა, მუშაობა, ფულის დაგროვება, ფულის დაგროვება, ფულის დაგროვება.

რობოტებივით არიან.

თუ მზად არ ხართ გაუძლოთ ამერიკულ სულის სიცივეს ნუ წამოხვალთ ამერიკაში.

რა ჯობია დილით მეზობელთან გადასვლას და ყავის ერთად დალევას. სადილამდე ჭორაობას და უბნის, სოფლის, ქვეყნის ამბების მოყოლას.

მინდა არ მინდა უნდა გადმოვეწყო აქაურ სტილზე და გავაგრძელო ცხოვრება.

შორიდან კი ყველაფერი მაგრად ჩანს, მაგრამ ახლოდან ასეთია ამერიკა.

შენ ხარ შენი თავის ნომერი პირველი მეგობარი!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები