LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცივი იარაღით ათეული ჭრილობა მიაყენა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა“ – მუხიანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

153
Untitled design

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 22 მარტს, მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია ერთი პირი.

მუხიანში, 60 წლამდე მამაკაცი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს

როგორც შსს-ში აცხადებენ, 1984 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ვერსიები ვრცელდება მუხიანში მომხდარ შემთხვევაზე 

 

„ცივი იარაღით ათეული ჭრილობა მიაყენა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა“ – მუხიანში მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები