LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხელ ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია 7 პირი“ – სახალხო დამცველი კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების პროცესს ეხმიანება 

175
ing

თბილისში, კეკელიძის N1-დან აღსრულების პოლიციის მიერ ხატიაშვილების გამოსახლების პროცესს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება.

პრეზიდენტი: „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას შეისწავლის:

„საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა.

ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე.

სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

? საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს….

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on სამშაბათი, 23 იანვარი, 2024

 

 

ცნობისათვის, კეკელიძის #1-ში მდებარე ბინაში აღსრულების პოლიცია დღეს დილით შევიდა და ნივთების გამოტანა დაიწყო და ბინაში შეკრებილ ადამიანებს სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, ადგილზე შეკრებილე მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, აღსრულების პოლიციამ მათი გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყო.

„მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“ – თბილისში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g