LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“ – თბილისში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო

175
ing (1)

თბილისში, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები.

როგორც „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც ეს 2018 წელს, სასამართლოს მიერ გაცემულ აღსრულების ფურცელშია ასახურლი:

„ეს საქმე ჩვენთან 2018 წელს შემოვიდა. მას შემდეგ გამოსახლების საქმე 5-ჯერ გადაიდო, მათ შორის, ერთხელ სასამართლოს მიერ, კრედიტორის მიერ და რამდენჯერმე აღსრულების პოლიციის მიერ მორალური პრინციპების საფუძველზე.

6 წლის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ბოლო შეხვედრა მხარეებს შორის გუშინ შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად, დღეს აღსრულების პოლიციამ კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება დაიწყო“, – განუცხადეს „ფორტუნას“ აღსრულების ბიუროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g