LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის, პატიმრობა ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით შეცვალოს“ – პროკურატურა გამოსახლების დროს დაკავებულებზე

161
ing

„იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის, პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვალოს“, – ამის შესახებ 23 იანვარს, კეკელიძის #1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

კეკელიძის N1-ში დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობა შეუფარდეს

უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე, არ გამოკვეთილა ახალი გარემოება, რის გამოც დაკავებულებს პატიმრობა შეეცვლებათ:

„ამ ეტაპზე არც ერთი გარემოება არ შეცვლილა, რის გამოც ბრალდების მხარემ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისათვის, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახი 23 იანვარს გამოასახლა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 20 პირი დააკავეს, მათ შორის იყვნენ კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე სასამართლოში მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, ხოლო დაცვის მხარე 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები