LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს – ისინი კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას და გამოსახლებების შეწყვეტას ითხოვენ

173
ing (3)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 23 იანვარს, კეკელიძის #1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულების, მათ შორის თსუ-ს ლექტორის, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ.

კეკელიძის N1-ში დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობა შეუფარდეს

აღნიშნული მოთხოვნით სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია გამართეს და უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს:

„ყველამ ვიცით, გუშინ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ და ზოგადად თსუ-ს სტუდენტები პროტესტის ნიშნად შევედით კანცელარიაში და დავიკავეთ.

დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა იყო, თუმცა მაინც მოვახერხეთ დაკავება.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა, პროფესურის და ადმინისტრაციის საჯარო მხარდაჭერა კაკო ჩიქობავას მიმართ, დაუყოვნებლივ გათავისუფლება და წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნაა რომ უნივერსიტეტმა დააანონსოს გაფიცვა, სანამ მათი თანამშრომლები არ გათავისუფლდებიან.

წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ კანცელარიაში ყოფნას, არ დავტოვებთ მას და შეფერხდება სასწავლო პროცესი“, – განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მონაწილემ, საბა ბულისკერიამ.

უნივერსიტეტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისათვის, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახი 23 იანვარს გამოასახლა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 20 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები