LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალთან ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

212
ცხინვალი

სამხრეთ ოსეთში, ქალაქ ცხინვალთან, ოკუპირებულ დასახლება ნოგყაუში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს იუწყება. რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სამგზავრო მანქანაში გარდაცვლილი პირები – მამაკაცები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.

„ისინი მანქანაში იპოვეს და მათ არ აღენიშნებოდათ ძალადობის ნიშნები. შეტყობინება შსს-ს მორიგე სამმართველომ კვირას, დაახლოებით 17:45 საათზე მიიღო.

გარდაცვლილები ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთში მცხოვრები 40 და 35 წლის მამაკაცები აღმოჩნდნენ“, – განაცხადეს დე ფაქტო შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები