LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება გაგვიძვირდა: ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა

88
15sssssssdads

2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.95 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი).

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე (9.5 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.3 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები