LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილ რუს ოლიგარქს საკუთარ კომპანიაში წილი გაუყინეს

227
AP_08061609198-e1571665132664

რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს საკუთარ კომპანია LetterOne-ში წილი გაუყინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია ადასტურებს, რომ ფრიდმანის აქციათა პაკეტი, მისი დიდი ხნის პარტნიორ პიოტრ ევენის აქციებთან ერთად, „განუსაზღვრელი დროით“ გაიყინა. ვერცერთი მათგანი დივიდენდებს, ან რაიმე სხვა ფინანსურ სარგებელს ვეღარ მიიღებს. LetterOne-ში აცხადებენ, რომ ყველა საჭირო ზომას მიიღებენ 120 000 სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად.

ცნობისთვის, LetterOne ნავთობისა და საცალო ვაჭრობის სფეროს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2013 წელს, ლუქსემბურგში დაფუძნდა.

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ლონდონის ვილას ყიდის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g