LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილები, რომლებიც კორონავირუსმა ვერ შეაშინა და აქციაზე მივიდნენ

83597
676777

8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ მოწყობილ მიტინგზე, როგორც მმართველი გუნდი აღნიშნავს, სულ 7 000 ადამიანი შეიკრიბა.

მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეებიc, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყველა ოპოზიციურ მიტინგზე გვინახავს.

შესაძლოა მათ უბრალოდ ყველა ხელისუფლება უცრუებს იმედებს და ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული მოლოდინები არ უმართლდებათ.

8 ნოემბერს ბევრი რამის მომსწრე, მეუღლე რამაზ ნოზაძესთან ერთად მივიდა ხატია სიჭინავა.

ხატიამ რუსთაველზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელშიც ატვირთა და დაწერა:

„მე 8 ნოემბერს იქ დავდგები, სადაც წლების წინ 7 ნოემბერს ვიდექი და ყოველთვის, როცა დავინახავ, რომ უსამართლოდ გვექცევიან, ვიდგები იქ, სადაც ჩემსავით უბრალო ხალხი დგას! სიმართლის სადარაჯოზე!“. 

აქციაზე იმყოფებოდა „კომედი შოუს“ მსახიობები თათია სულუაშვილი და თამარ ლეკვეიშვილი.

აქციაზე მივიდა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც წერს, რომ კომენდანტის საათს არ ემორჩილება და ბოლომდე იბრძოლებს ოლიგარქის მიერ მიტაცებულ ხმებს.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღავანელი, ფოლკლორისტი, გიორგი უშიკიშვილიც. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შეიძლება შეესრულებინა საქართველოს ჰიმნი, თუმცა მას არ უმღერია.

სამაგიეროდ აქციაზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა „ნავიონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ. აქციაზე იმღერა ნინო ქათამაძემ და სოფო ბათილაშვილმა, გარეპა ლექსენმა.

ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

ცესკოს შენობასთან გადანაცვლებულ ოპოზიციასთან ერთად იდგა ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე. როგორც თავად აღნიშნა, ხელისუფლების ქცევამ კორონავირუსის შიში დაავიწყა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები