LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც უკვალოდ გაქრნენ…

1235
Untitled design

ისინი თავისი დროის გამორჩეული, წარმატებული, ნიჭიერი და ცნობილი ადამიანები იყვნენ და ალბათ მათ ასეთ დასასრულს ვერავინ წარმოიდგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ ცნობილი ადამიანების შესახებ თითქმის ყველაფერი იცის, ერთ მშვენიერ დღეს ისინი დაიკარგნენ და უკან არ დაბრუნებულან. მათი გაუჩინარების საქმეები უკვე ათწლეულებია გაუხსნელია…

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილი ადამიანების სიას. რომლებიც უკვალოდ გაქრნენ:

ამელია ერჰარტი

ამელია ერჰარტი ალბათ ისტორიაში ყველაზე ცნობილი უკვალოდ გამქრალი ადამიანია. თვითმფრინავის პილოტის გარდა პირველი ავიატორი ქალბატონი, რომელმაც დამოუკიდებლად გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს, თავისი მრავალფეროვანი ცხოვრების განმავლობაში მასწავლებელი, ავტორი, ჟურნალის რედაქტორი და დიზაინერიც იყო. ერჰარტი თავის ნავიგატორ ფრენკ ნუნანთან ერთად წყნარი ოკეანის თავზე 1937 წლის 2 ივლისს გაუჩინარდა. გაუჩინარებამდე მან მოასწრო რადიოსიგნალის გადაცემა და დახმარების თხოვნა, თუმცა არაერთი სამძებრო ღონისძიების ჩატარების მიუხედავად მისი თვითმფრინავის აღმოჩენა ვერ მოხერხდა. 1939 წელს ამელია ერჰარტი გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა მისი გაუჩინარების გარემოებები დღემდე ამოუხსნელია. იყო თეორია იმის თაობაზე, რომ ერჰარტის თვითმფრინავს საწვავი გამოელია და ოკეანეში ჩავარდა, თუმცა ზოგი ვარაუდით,თვითმფრინავი უკაცრიელ კუნძულზე დაეშვა.

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი

ფრანგი მწერალი,პოეტი და ჟურნალისტი ანტუან დე სენტ ეგზიუპერი მსოფლიოში ცნობილი “პატარა უფლისწულის” ავტორია, თუმცა მისი მოღვაწეობა მხოლოდ წერით არ შემოიფარგლებოდა. სენტ-ეკზიუპერი ავიაციის პიონერი და თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი გახლდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, საფრანგეთის საჰაერო ძალების შემადგენლობაში გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა. 1944 წლის 31 ივლისს ეგზიუპერი კუნძულ კორსიკაზე მდებარე ბაზიდან სადაზვერვო მისიით გაფრინდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა.
1998 წლამდე მისი გაუჩინარების ამბავი იდუმალებით იყო მოცული,თუმცა მას შემდეგ, რაც მარსელთან ახლოს მდებარე კუნძულზე მცხოვრებმა მეთევზემ იპოვა ვერცხლის სამაჯური წარწერით “ენტუანი””კონსუელო”(ეგზიუპერის მეუღლე), ორი წლის შემდეგ კი ამავე კუნძულის სიახლოვეს, მყვინთავმა ლუკ ვარნელმა ეგზიუპერის თვითმფრინავის ნარჩენები აღმოაჩინა, (რომლის ავთენტურობაც მოგვიანებით დადასტურდა) გაჩნდა გარკვეული ვერსია მწერლის აღსასრულთან დაკავშირებით.. მიუხედავად ამისა უცნობია, იმყოფებოდა თუ არა იგი თვითმფრინავში მისი ჩამოვარდნის დროს და ემსხვერპლა თუ არა ავიაკატასტროფას.

ჯიმი ჰოფა

აშშ-ის პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტი და კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილი ჯიმი ჰოფა, რომელსაც კრიმინალურ დაჯგუფებებთან ჰქონდა კავშირი, 1975 წელს, დეტროიტში გაუჩინარდა. ბოლოს იგი ქალაქის ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს, ორი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერთან ერთად ნახეს. უშედეგო ძიების შემდეგ, ჰოფა გარდაცვლილად საბოლოოდ 1982 წელს გამოცხადდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯიმი ჰოფა იმ დღეს მოკლეს, როდესაც გაუჩინარდა, მაგრამ მისი სხეული არასოდეს უპოვნიათ. უცნობია ჰოფას სიკვდილის გარემოებებიც.
ჰოფას გაუჩინარების რეზონანსულ საქმეზე მარტინ სკორსეზემ ფილმი “ირლანდიელი” გადაიღო, რომელშიც მის როლს ლეგენდარული ალ პაჩინო ასრულებს.

ამელია ერჰარტი

ჰოლტი ავსტრალიის მე-17 პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ერთ დღეს უკვალოიდ გაქრა. იგი შესანიშნავი მოცურავე იყო დაგაუჩინარები დღეს საცურაოდ თავის ერთ-ერთ საყვარელ ადგილს მიაშურა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰოლტს მხრის ტკივილი აწუხებდა და ამის გამო გამაყუჩებელს სვამდა. ითვლება, რომ იგი ზვიგენმა შეჭამა ან უცბად მოსულმა დიდმა ტალღამ წყალში შეითრია, მაგრამ მისი სხეულის პოვნა ვერ მოხერხდა. ავსტრალიაში დღემდე იყენებენ გამოთქმას “Do a Harry Holt”, რაც უეცრად გაუჩინარების სინონიმია.

შონ ფლინი

ცნობილი მსახიობების, ლილი დემიტას და ეროლ ფლინის ვაჟი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო კინოთი და მუსიკით, თუმცა საბოლოოდ თავისი თავი ფოტოჟურნალისტიკაში იპოვა. შონი ექსტრაორდინალური კადრების გადასაღებად სამხედრო ძალებთან ერთად ხშირად მოგზაურობდა ეგზოტიკურ და საშიშ ადგილებში. 1970 წლის აპრილში, ვიეტნამის ომის დროს ფლინი თავის კოლეგასთან, დანა სტოუნთან ერთად კამბოჯაში გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი ადგილობრივი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა დააკავეს,მაგრამ უცნობია რა ბედი ეწიათ შემდგომ. ლილი დემიტამ შვილის საძებნელად უზარმაზარი თახნები დახარჯა, თუმცა უშედეგოდ. შონ ფლინი გაურკვეველ ვითრებაში გარდაცვლილად 1984 წელს გამოაცხადეს.

გლენ მილერი

გასული საუკინის 30-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსი მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გეგმავდა მოხალისის სახით შეერთებოდა ამერიკის საზღვაო ძალებს,თუმცა უარი მიიღო. შემდეგ მილერმა ბედი არმიაში სცადა, საბოლოოდ საავაიაციო ძალებში მიიღეს. 1944 წლის დეკემბერში მილერი ორ თანამგზავრთან ერთად პარიზში მიფრინავდა, რათა შეეთანხმებინა ამერიკელი სამხედროებისათვის ჩასატარებელი კონცერტის დეტალები. თუმცა მისი თვითმფინავი ინგლისის არხის თავზე გაუჩინარდა. თვითმფრინავი და მისი მგზავრები არასოდეს უპოვიათ.

ჯეინ სპანგლერი

ამერიკელი მოდელი, მსახიობი და მოცეკვავე გაუჩინარებამდეც პოპულარული იყო, თუმცა ეს ვერ შეედრება პოპულარობას, რომელიც სპანგლერმა შემდეგ მოიპოვა.
ჯეინი 1949 წლის 7 ოქტომბერს გაუჩინარდა. მან თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი რძალს დაუტოვა და უთხრა,რომ ყოფილ ქმართან შესახვედრად და ალიმენტთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად მიდიოდა. ჯეინი უკან არასოდეს დაბრუნებულა.
ორი დღის შემდეგ ლოს ანჯელესის ერთ-ერთ პარკში სპანგლერის დაზიანებული ხელჩანთა იპოვეს,რომლეშიც წერილი იდო. “კირკ, დოქტორი სკოტის სანახავად მივდივარ. ასე სჯობს, ამ საქმეს მოვაგვარებ, ვიდრე დედაჩემი ქალაქში არ არის,”- იუწყებოდა ბარათი.
მოგვიანებით დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ ჯეინს აბორტის არალეგალურად გაკეთება სურდა, “კირკი”კი მისი შვილის მამა იყო…
პოლიციამ ვერც “კირკის” და ვერც “დოქტორი სკოტის”იდენტიფიცირება ვერ შეძლო. გავრცელებული ჭორების ფონზე ჰოლივუდის ვარსკვლავ კირკ დუგლასს სპეციალური განმარტების მიცემა მოუწია პოლიციისათვის, რადგან თავის ბოლო ფილმში ჯეინმა სწორედ მასთან ერთად ითამაშა. დუგლასის განცხადებით, იგი სპანგლერს იცნობდა, თუმცა გადასაღები მოედნის გარეთ არასოდეს შეხვედრია. პარკი პოლიციელებისა და 200 მოხალისის მიერ საგულდაგულოდ გაიჩხრიკა, თუმცა ვერც ჯეინი და ვერც მისი რომელიმე ნივთი ვერ აღმოაჩინეს.

ჯიმ ტომპსონი

ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც 50-იან-60-იან წლებში ტაილანდიდან აბრეშუმის შემოტანას კურირებდა, 1967 წლის 2 მარტს გაუჩინარდა. საკვირაო მესის შემდეგ მან გასეირნება გადაწყვიტა, თუმცა უკან არ დაბრუნებულა. ტომპსონის ძებნის ღონისძიებები 11 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა და მასში სამართალდამცავების გარდა, ასობით მოხალისე იყო ჩართული. თუმცა ვერც ტომპსონის და ვერც მის გაუჩინარებასთან დაკავშირებული რაიმე სამხილის აღმოჩენა ვერ შეძლეს.

ივანე მაჩაბელი

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი, რედაქტორი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი ჩართული იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც მის თანამედროვე საქართველოში “თერგდალეულები” ხელმძრვანელობდნენ. მაჩაბლის მრავალმხრივი მოღვწეობიდან განსაკუთრებით მისი მთარგმნელობითი საქმიანობაა აღსანიშნავი.მიუხედავად იმისა,რომ ინგლისში არუცხოვრია, იგი შესანიშნავად ფლობდა ინგლისურ ენას, რამაც საშუალება მისცა ეთარგმნა შექსპირის უკვდავი ნაწარმოებები.
ივანე მაჩაბელი 1998 წლის ივნისში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.მის მეუღლეს დილას სრულიად ხელუხლებლად დახვდა მისი ნივთები. მაჩაბელს მთელ თბილისში ეძებდნენ, თუმცა ამაოდ. მის გაუჩინარებაში პრორუსული ძალები აკაკის და ილიასაც კი ადანაშაულებდნენ. ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები, თუმცა რა ბედი ეწია ქართველ მოღვაწეს, დღემდე ბურუსით არის მოცული.
ივანე მაჩაბლის მუზეუმი თამარაშენში საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განადგურდა.

აზარია ჩემბერლენი

განსხვავებით ზემოთჩამოთვლილი ადამიანებისაგან, აზარია ჩემბერლენი ცნობილი მხოლოდ გაუჩინარების შემდეგ გახდა. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან იგი ორი თვის ასაკში გაუჩინარდა. 1980 წლის 16 აგვისტოს აზარიას მშობლები, ლინდი და მაიკლ ჩემბერლენები ქალაქგარეთ კემპინგზე წავიდნენ და ღამით კარავში დაიძინეს, დილით კი 2 თვის ჩვილი საწოლში არ დახვდათ. მიუხედავად იმისა,რომ მშობლების მტკიცებით, ბავშვი კარვიდან ველურმა ძაღლმა, დინგომ გაიტაცა, ლინდი ჩემბერლენი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაიკლს კი დანაშაულის დაფარვისათვის პირობითი სასჯელი შეეფარდა.
მას შემდეგ, რაც ლინდიმ ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბავშვის გაუჩინარების ადგილის სიახლოვეს, ველური ძაღლების სოროებთან სრულიად შემთხვევით აზარიას ტანსაცმლის ნარჩენები აღმოაჩინეს და საქმე თავიდან აღიძრა. აზარია ჩემბერლენი გარდაცვლილად საბოლოოდ 2012 წელს სცნეს, მისი მშობლები კი გაამართლეს.
სწორედ აღნიშნულ ისტორიას უკავშირდება ცნობილი ფრაზეოლოგიზმი “A dingo’s got my baby!”. აზარიას ამბით რამოდენიმე ფილმია შთაგონებული.მათგან ყველაზე ცნობილია 1988 წლის ფილმი “ბოროტი ანგელოზები/ Evil Angels”, რომელშიც ლინდი ჩემბერლენის როლს მერილ სტრიპი ასრულებს.

პოპულალურები