LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 დღის წინ დაკარგული გოგონა ცოცხალი იპოვეს, მთელი ეს პერიოდი მან ტყეში გაატარა

1419
lostgirlnews

18 წლის გოგონა 9 დღიანი ძებნის შემდეგ ცოცხალი იპოვეს. გადარჩენის სასწაულებრივი შემთხვევა აშშ–ში, ვაშინგტონის სიახლოვეს მოხდა.

ჯოვანა ფუდა სახლიდან ისე გავიდა, რომ მშბობლებისთვის არაფერი დაუბარებია. გოგონა ბოლოს ყავის ქალაქ ინდექსში ნახეს. სათვალთვალო კამერამ მისი ავტომობილი პარკინგზე დააფიქსირა.

მეორე დღეს კი მანქანა მთებისკენ მიმავალი მაგისტრალის სიახლოვეს მიტოვებული იპოვეს. პოლიციამ დაკარგულის პოვნა მობილური ტელეფონის დახმარებით სცადა, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო და ეს მეთოდი უშედეგო აღმოჩნდა.

9 დღიანი აქტიური ძებნის შემდეგ ჯოვანას ტყიან მასივში გადააწყდნენ. პოლიციელთა განცხადებით, თინეიჯერმა გადარჩენა ველური კენკრის და წყაროს წყლის დახმარებით შეძლო.

„სრულიად გაოგნებულები ვართ, უკვე არავინ მოელოდა რომ ჯოვანას ცოცხალს ვიპოვიდით,“ – განაცხადა შერიფმა რაიან ებოტმა.

ამერიკელი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. ის ამჟამად საავადმყოფოშია, სადაც დეტალური კვლევა უტარდება. მასთან ერთად არიან მშობლები, ასე რომ სანერვიულო არაფერია. ეს შემთხვევა ნამდვილად დიდი იშვიათობა და ნამდვილი სასწაულია !“

გამოძიების ვარაუდით, გოგონას საწვავი გაუთავდა და ბენზინგასამართი სადგურის ძებნის დროს დაიკარგა. ზუსტ ინფორმაციას კი მხოლოდ მისი გამოჯანმრთელების და დაკითხვის შემდეგ დაადგენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები