LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი სახეები, რომლებმაც ვაქცინა უკვე ჩაიტარეს

96
FORTUNA.GE- (20)

კომ­პა­ნია Pfizer-ის მიერ შექ­მნი­ლი Covid-19-ის ვაქ­ცი­ნით მსოფლიოს დიდ ქალაქებში ვაქცინაცია უკვე დაიწყო. პროცესთან დაკავშირებით განსხვავებულია მოქალაქეების დამოკიდებულება.

ცნობილმა ადამიანებმა ვაქცინის საჯაროდ გაკეთება გადაწყვიტეს, პროცესი საკუთარ ობიექტივში აღბეჭდეს  და სოციალურ ქსელებში საჯაროდ გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ამ ნაბიჯით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცნობილ ადამიანებს შორისაა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

 

ვაქცინის შემდეგ ინსტაგრამზე, ამე­რი­კუ­ლი შოუს, The Bachelorette-ის ვარ­სკვლა­ვი, ჯო პარ­კი გამოჩნდა, რომელმაც ინსტაგრამის საშუალებით საზოგადოებას უთხრა, რომ ის თავს ძალიან კარგად გრძნობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსა­ხი­ო­ბმა იან მა­კ­კე­ლე­ნმა, ვაქცინაციის შემდეგ “ტვი­ტერ­ში“ და­წე­რა: “ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ვარ, რომ ვაქ­ცი­ნა გა­ვი­კე­თე და ყვე­ლას უყოყ­მა­ნოდ ვურ­ჩევ იგი­ვეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ფაიზერის” ვაქცინა ისრაელში,  ქვეყნის  პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ  პირ­ველ­მა გა­ი­კე­თა. პროცესის ნახვა კი საზოგადოებას პირდაპირ ეთერში შეეძლო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვაქცინირებულია ასევე ამე­რი­კის კონ­გრე­სის წევ­რი, ალექ­სან­დრია ოკა­სიო კორ­ტეს­ი. ეს ამბავი  მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას “ინ­სტაგ­რამ სთო­რის” სა­შუ­ა­ლე­ბით ამ­ცნო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ფაიზერის” ვაქცინა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნაა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად გა­დად­გმუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები