LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია პირის ვინაობა, ვინც კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს – რას ვარაუდობენ მომხდარზე მეგობრები

1651
კოსტა

დღეს დი­ლით მომ­ღე­რა­ლი კოს­ტა სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ა­ლი­თი შოუ, „პრა­იმ ჰა­უ­სი­დან” გა­იც­ნო, დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მომ­ღე­რა­ლი დე­დის თვალ­წინ, სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. მას ხუთი ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სა­ნი­კი­ძე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ამ დრო­ის­თვის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. რო­გორც მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კოს­ტა უკვე გონს მო­ვი­და, თუმ­ცა ის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით ერთი პირი და­ა­კა­ვა. “რუს­თა­ვი 2”-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 24 წლის გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნია.

შეიარაღებულ თავდამსხმელს პოლიციის მისვლამდე, მეზობლებმა გაქცევის საშუალება არ მისცეს.

სამართალდამცველები ახლა ელოდებიან როდის შეძლებს კოსტა სანიკიძე საუბარს იმისთვის, რომ ჩვენება მისცეს. ახლა მთავარი კითხვაა – რა მოტივი ამოძრავებდა გველესიანს თავდასხმისას?

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია, საშიშროება აღარ ემუქრება და რა ვიცი, გადავრჩით. დილის 7 საათზე ეს ადამიანი მივიდა კოსტასთან სახლში, კოსტამ გაუღო კარი, იქ რაღაც შელაპარაკება მოხდა და ამასობაში, თურმე, დანით 5 ჭრილობა მიაყენა. თან წარმოიდგინეთ, კოსტას დედა ხედავდა ამ ყველაფერს. მერე ისე მოხდა, რომ გაითიშა კოსტა და დაეცა. გიორგი გველესიანი საერთოდ არ ვიცი. ვიცი კოსტასგან, რომ არ იცის თვითონ, ეს ბიჭი ვინ არის, რატომ ეძებს“, – აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი ლენუკა ყიფშიძე.

კოსტა სანიკიძის კიდევ ერთი მეგობარი, მერსი სულხანიშვილი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დაზარალებულზე თავდასხმა 2 კვირის წინაც სცადა.

„მეხუთე ჭრილობა, სამწუხაროდ, იყო ფილტვის მიდამოში, თუმცა, საბედნიეროდ, გადავრჩით. დაკავებულია 25-დან 26 წლამდე ახალგაზრდა გიორგი გველესიანი და ველოდებით, გამოძიება რა შედეგს დადებს. კოსტას მეზობელი აღმოჩნდა, საბედნიეროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და მან მოახერხა ამ პიროვნების ცხელ კვალზე დაკავება. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კოსტაზე თავდასხმის მცდელობა, თუმცა მაშინ მისამართი აერია ამ პიროვნებას, სავარაუდოდ, იგივე პიროვნება იქნებოდა მაშინაც,”- აცხადებს მერსი სულხანიშვილი.

„გონზე მოვიდა, ძლიერი ხარ, ძლიერი“ – კოსტა სანიკიძის მეგობარი

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – გავრცელებული ცნობით, დაჭრილი კოსტა სანიკიძეა

„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g