თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს დაზიანებები მუცლის არეში აქვს.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.