“რამდენჯერმე შევხვდი, ფაქტობრივად ვერ იხსენებს რა მოხდა, ფაქტების დალაგება უჭირს, აქვს მძიმე ემოციური და ჯანმრთელობის პრობლემა”, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ გააკეთა.
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ადვოკატის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მიზანშეწონილია ექსპერტიზის ჩატარება.
ქმარმა ცოლი ავტობუსში მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა
“ჯანმრთელობის ისტორიის წარსულიც აქვს მძიმე… ახლაც მძიმე მდგომარეობაში იყო.
ფსიქოლოგიურიც და მათ შორის ფსიქიატრიული. აღკვეთ ღონისძიებაზე ამ ეტაპზე ეს მოსაზრება გვაქვს, რომ წინააღმდეგი არ ვიქნებით პატიმრობის.. ბრალდებას არ უარყოფს. მუნიციპალურ ტრანსპორტში არის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, არსებობს თვითმხილველის მასალაც, ჯერ მასალები არ მინახავს, ახლა გადმომეცა. ექსპერტიზის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ გაირკვეს, ადამიანი აცნობიერებდა თუ არა რის ჩადენაშიც ედება ბრალი. დიდი ალბათობით, ამის გაცნობიერების უნარი მას არ ჰქონდა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე”, – აცხადებს მედიასთან, ადვოკატი, სულხან კომახიძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?
“არ მომიკლა დედა” – აქცია-პერფორმანსი ზუგდიდში