LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე გამსახურდიას საქმე – ოთხ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს, ერთი გაათავისუფლეს

642
1577029588-sasamarTlo-cotne

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც სვამდნენ: ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

​რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა, ეგრევე ჩავარტყი მეც - ბრალდებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა. ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ  შელაპარაკება სუფრაზე მოხდა. კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც სვამდნენ: ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი “ვსვამდით ღვინოს […]

საქმეზე სასამართლოს შემდეგი სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

“იქ იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები…4-5 კაცი გარბოდა” – ცოტნე გამსახურდიას ცოლს შსს-ს ვერსიის არ სჯერა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g