LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-ჯერ მეტია იმ ქვეყნებში, სადაც მოზარდების უმეტესობა ჭარბწონიანია – ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევა

48
1

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ 19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნეს.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ Covid-19 სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-ჯერ მეტია იმ ქვეყნებში, სადაც მოზარდების უმეტესობა ჭარბწონიანია.

160-ზე მეტი ქვეყნის მონაცემებისა და კვლევების ანალიზის შედეგად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ Covid 19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებლები სიმსუქნის გავრცელებასთან ერთად იზრდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, შტატებში მოსახლეობის სამი-მეოთხედი ჭარბწონიანია.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ვირუსი განსაკუთრებულად ებრძვის ჭარბი წონის ადამიანებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები