LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუდი მეხსიერება, დაბნეულობა, განწყობის ცვლილება – 10 სიმპტომი, რომელიც მძიმე დაავადებაზე მიუთითებს

3784
zura sixarulidze2019

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისიტეტის პროფესორი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვრცლად აღწერს ალცჰაიმერის სიმპტომებს:

„სულ ვადარებ, რა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს საქართველოში საზოგადოებას და მიხვდი რომ ეს ალცჰაიმერის სინდრომია. ეს არის 10 სიმტომი, რომელიც ამ სინდრომს ახასიათებს და ასოციაციურად თუ გაანალიზებ სრულაიდ ერს გვჭირს ეს.   ?

1.მეხსიერების ცვლილებები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ტემპს მნიშვნელოვნად არღვევს;
2. რთული გამოწვევების წარმოდგენა მარტივი პრობლემების გადაჭრის დროს;
3. მარტივი დავალებების შესრულების უნარის დაქვეითება შინ, სამსახურში ან თავისუფალ დროს;
4.დაბნეულობის განცდა დროსთან და ადგილთან მიმართებაში;
5. პრობლემები სივრცითი განლაგებების და ვიზუალური გარემოს აღქმაში;
6. პრობლემები სიტყვებთან საუბრის ან წერის დროს;
7. ნივთების არასწორ ადგილას განლაგება და საკუთარი ნაბიჯების დავიწყება ან არევა;
8. მსჯელობის უნარის შემცირება ან გაუარესება;
9. მუშაობის ან სოციალური აქტიურობის მინიმუმამდე შემცირება;
10. განწყობის ან პიროვნული ნიშნების ძლიერი ცვლილება.
ასე რომ რა გვიშველის? გვიჭირდება მკურნალობა თან სერიოზული! და სამკურნალოდ ეხლა რას იყენებენ ? ეს არის სამკურნალო მარიხუანა ასე რომ იქნებ დავფიქრდეთ და მივიღოთ კანონი ამ მიმართულებით და იქნებ გვიშველოს:))) ნახევრად ხუმრობა ნახევრად სიმართლე მაგრამ რა ვი ასეა:))))“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები