LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა სიხარულიძე ახალი ფსიქიატრიული ნივთიერების შესახებ, რომელმაც ზუგდიდსა და რუსთავში ახალგაზრდების მოწამვლა გამოიწვია

352
zurasixarulidze4545

ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ახალი ნარკოტიკული საშუალების შესახებ წერს, რომელიც მისი შეფასებით, ძალიან საშიშია და ინტერნეტის შავ ბაზარზე ფართო გავრცელება ჰპოვა.

ზურა სიხარულიძე:

„მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ზუგდიდსა და რუსთავში და გამოვთქვა ეჭვი, რომ ინტოქსიკაციები, რომლებიც განვითარდა ახალგაზრდებში და გამოიწვია მძიმე შედეგები მათი ჯანმრთელობის კუთხით, განპირობებული იყო ახალი ფსიქიაქტიური ნივთიერების, ე.წ პინაკას მიერ (სამედიცინო დასახელება mdmb-4en-pinaca), რომელსაც ჟარგონულად აგრეთვე ეძახიან „მძიმე წონას“ (heavy weight).

აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს სინთეზური კანაბინოიდებისა და კარფენტანილის ნაზავს, რომლის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და პოლიორგანული უკმარისობა.

WHO-სა და EMCDDA-ს ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულმა ნივთიერებამ ფართო გავრცელება მოიპოვა დარქნეტში.

გაუფრთხილდით თავს და ნუ გამოიწერთ უცნობ ნივთიერებებს, რომელთა ახალი სახესხვაობები დღითიდღე ჩნდება ბაზარზე და წინამორბედებთან შედარებით, ბევრად უფრო ტოქსიკურია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები