LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“და ჩვენ ვიცეკვეთ”  – მორიგი აღიარება ამჯერად ჩიკაგოს კინოფესტივალიდან

292
72070973-2607005419356629-635127948277448704-n

ქართულ-შვედურმა ფილმმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ კატეგორიაში დააჯილდოვეს.

როგორც ფილმის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერია, ეს არის მეექვსე პრიზი, რომელიც ქვიარ თემატიკაზე შექმნილმა დრამამ მოიპოვა.

ეს გახლავთ ლევან ატკინსის ფილმი, რომელიც ქართულის მოცეკვავე ბიჭის შესახებაა, მას თავისი ანსამბლის ერთ-ერთი მოცეკვავე, ასევე ბიჭი, შეუყვარდება. ეს არის პირველი ქართული ფილმი ამ თემაზე და სხვათა შორის, მას სკანდალური გამოხმაურებები არ დაჰკლებია საქართველოში, თუმცა საზღვრებს გარეთ კინოკრიტიკოსების ქება დაიმსახურა.

ქართულ-შვედური ფილმი გეი სიყვარულის შესახებ შვედეთის სახელით ამერიკის კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდოს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოლებს. 

And then we danced შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა

ქართულ-შვედური ფილმი გეი სიყვარულის შესახებ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები