LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბადების დღის სიაა, 80 წლის ვხდები – მოქალაქე საარჩევნო უბანთან [ვიდეო]

215
jg3t

ზესტაფონში არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ნაკლები ექსესებისა და დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ტვ “პირველის” კამერამ თითქმის ყველა უბანზე დააფიქსირა აგიტატორები.

ტელეკომპანიის ცნობით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს სიები ჰქონდათ და აღნიშნავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე.

ჟურნალისტებთან ისინი ამბობენ, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

“არავითარი სია არ მაქვს, დაბადების დღის სია წავიკითხე, 80 წლის ვხდები ორ დღეში. არავითარი ამომრჩევლების სია არ მაქვს, არაფერი მაქვს საჩვენებელი, უნდა წავიკითხო და ჩავამატო კიდო”

“ამ სიებს არავითარი კავშირი არ აქვს არჩევნებთან, მე სხვა მოქალაქე ვარ. ჩემს ხელჩანთაში ვინ გკითხავთ, რა უნდა გაჩვენოთ” – აცხადებენ საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეები

რაც შეეხება განწყობებს, ქართულ ოცნებაშიც და ნაციონალურ მოძრაობაშიც ამტკიცებენ, რომ  არჩევნებს იგებენ.

დღეს, 19 მაისს ზესტაფონში, მარნეულში, ხულოში, ჭიათურასა და ზუგდიდში მერობის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები