LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა იგივეა, რაც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა – კვლევის შედეგები

352
59f20e781500007a4174796c

ქალაქის ჰაერში დამაბინძურებლების, განსაკუთრებით კი ოზონის მაღალი დონე ემფიზემის (ფილტვის დაავადება) ისეთივე სწრაფად განვითარებას იწვევს, როგორც ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა. ასეთია ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის,  ჯოელ კაუფმენის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ინფორმაციას  ScienceAlert ავრცელებს.

მკვლევარები გაოცებული დარჩნენ, როცა ფილტვების სკანირებისას გაარკვიეს თუ რა ძლიერ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება ემფიზემის განვითარებაზე. კაუფმენის განცხადებით, ეფექტი იგივე აღმოჩნდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი — სიგარეტის მოწევა.

კვლევა აშშ-ის ექვს მეტროპოლიურ რეგიონში 2000-2018 წლებში, დაახლოებით შვიდი ათას ადამიანზე ჩაატარეს. ირკვევა, რომ ემფიზემის განვითარების რისკი იგივეა, რაც 29 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევისას.

ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება აიხსნას, თუ რატომ იჩენს თავს სულ უფრო ხშირად არამწეველებში ფილტვების ის დაავადებები, რომლებიც როგორც წესი, მოწევასთან არის დაკავშირებული. მიზეზი სწორედ ჰაერის დაბინძურებაა.

ცნობისთვის, ემფიზემა ფილტვებში ჰაერის პარკუჭებს ანადგურებს და ხველებასა და სუნთქვის უკმარისობას იწვევს. მსოფლიოში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის ფილტვების დაავადებები მესამე ადგილზეა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას თუ დავეყრდნობით, 2030 წლისთვის მსოფლიოში თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება ერთი ადამიანი. თუ მსოფლიოში თამბაქოს სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10% უკავშირდება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები