LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგენილი ღონისძიებების შესრულება არის იმის გარანტია, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვს გავწყვეტთ – ბიძინა კულუმბეგოვი

90
bidzina-kulumbegovi-stumrad-eqimtan-23343435-2019-12-09-13-07-33-813059

“დაახლოებით რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში ეს ინფექცია ჩადგება კალაპოტში”, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსზე ტესტირება იმ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ, ვინც, ექიმის შეფასების შემდეგ, კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და ზუსტად ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში მოხდეს ტესტებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამედიცინო ნაწილი ჩაერევა იმ თვალსაზრისით, რომ იქნება ზუსტი კრიტერიუმები, თუ ვის და როგორ უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება. მეც მაქვს ბევრ ადამიანთან შეხება, თუნდაც დისტანციურად, როდესაც სხვა სრულიად აუხსნელი სიმპტომებით, იგივე ალერგიის ჩივილებით მეუბნებიან, რომ იყოს შესაძლებლობა, მზად არიან გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტირება. ამის რესურსი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს. შეიძლება ამას აკეთებს ძალიან მდიდარი ქვეყანა – კორეა, რომელსაც აქვს ძალიან შესაძლო უზარმაზარი რესურსები. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ტესტები იქნება, მაგრამ ეს ტესტები იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა ისე, რომ ადამიანმა ინდივიდუალურად გაიკეთოს“, – აცხადებს იმუნოლოგი.

კულუმბეგოვმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობა მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და აკრძალვებს გაითვალისწინებს, ვირუსის დამარცხება მოკლედ დროში და ნაკლები ზიანით იქნება შესაძლებელი.

“კარანტინის, თვითიზოლაციის, ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებების პირნათლად შესრულება არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ გადაცემის ჯაჭვს ნამდვილად გავწყვეტთ და დაახლოებით რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში ეს ინფექცია ჩადგება კალაპოტში”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები