ამერიკის ხმის ჟურნალისტი იტყობინება, რომ დაიღუპა მარიუპოლის სამშობიაროზე იერიშის შედეგად დაშავებული ორსული ქალი.
„პირველი ორსული გოგონა, რომელიც მარიუპოლის მე-3 ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას შენობაში იმყოფებოდა და საკაცით გამოიყვანეს, დაიღუპა “- განაცხადა ამერიკის ხმის ჟურნალისტმა ასია დოლინამ.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალის და მისი მუცლად მყოფი შვილის გარდაცვალებას ადასტურებს ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა. მან 9 მარტს, სააგენტო AP-ისთვის გადაიღო ფოტო, რომელიც ასახავს დაჭრილი ორსულის საკაცით გაყვანას დაბომბილი საავადმყოფოს ტერიტორიიდან.

