დიდ ბრიტანეთში პირველად დაფიქსირდა 40C-ზე მეტი (104F) ტემპერატურა. BBC-ს ინფორმაციით, თერმომეტრებმა ლინკოლნშირში მდებარე სოფელ კონინგსბიში 40,3 გრადუსი აჩვენა.
ექსტრემალური ამინდის გამო ბრიტანეთში ათეულობით სკოლა დაიხურა.
გარდა ამისა 33-მა სხვა ადგილმა გადალახა გაერთიანებული სამეფოს წინა ყველაზე მაღალი ტემპერატურა 38,7 გრადუსი, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა.
ჰითროუს აეროპორტი იყო პირველი ადგილი, რომელმაც დაარღვია 40C-იანი ნიშნული, მიაღწია 40.2C -იანი ნიშნული. აღმოსავლეთ ინგლისის დიდმა ნაწილმა, სარეიდან სამხრეთ იორკშირამდე, დააფიქსირა ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე.
ზოგიერთი სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ლიანდაგები გადახურდა და საჰაერო კაბელები ჩაიშალა.
ასობით მეხანძრე ებრძოდა ხანძარს ლონდონში, მათ შორის ვენინგტონში, სადაც ბალახის ხანძარი გავრცელდა კერძო საკუთრებებში. მცხოვრებლების ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. რამდენიმე სახლი განადგურდა.
ხანძრები იყო ლესტერშირში, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ იორკშირში და ლინკოლნშირში, ჰერტფორდშირში, საფოლკსა და ნორფოლკში.
დედაქალაქში მოსახლეობას მოუწოდეს არ ჰქონდეთ ბარბექიუ, არ დაანთონ კოცონი, ფრთხილად იყვნენ სიგარეტის გადაგდებისას.
ევროპაში კი ტყის ხანძრებს ებრძვიან.
ასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით. ცეცხლის ქრობის პროცესში თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული.
საფრანგეთის დასავლეთით, ჟირონდას დეპარტამენტში ხანძარი თითქმის 20 ათას ჰექტარ ტერიტორიას გაუჩნდა, ტერიტორიიდან 34 ათასი ადამიანი გაიყვანეს.
პორტუგალიაში კი ძლიერი სიცხის გამო ბოლო ათი დღის განმავლობაში მსხვერპლთა რაოდენობა ათასს გასცდა.
ხანძრებს ებრძვიან ესპანეთსა და იტალიაშიც.