საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და სთხოვს დაიცვან შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებული რეკომენდაციები.
“ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ
საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.
შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.
აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166”, – ნათქვამია განცხადებაში.