რა იწვევს რეალობაში დეპრესიას, მაგრამ დეპრესია არ არის – ამ თემაზე საზოგადოებას საინტერესო რჩევებს აძლევს Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგ ვიდეო-ჩართვის მეშვეობით.

როგორც ღოღობერიძე აღნიშნავს, როდესაც ადამიანს გუნება-განწყობა დაქვეითებული აქვს, მიდის ექიმთან, მაგრამ მკურნალობას შედეგი არ აქვს, შესაძლოა, სხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული.

“დეპრესია ყოველთვის არ არის დეპრესია. ზოგჯერ მის მიღმა არის რაღაც დაავადება, რაღაც პათოლოგია და პაციენტმა არ იცის, რომ სწორედ ის არის დეპრესიის მიზეზი. რეალობაში გუნება-განწყობის დაქვეითება, უძილობა ან პირიქით, ძილიანობა, მეხსიერების მოშლა, განწყობის არარსებობა, უინტერესობა და დაღლილობა, შედეგი არის არა დეპრესიის, არამედ იმ რაღაცების, რასაც ახლა მე ჩამოვთვლი და კარგად დაიმახსოვრეთ თითოეული ეს ფაქტორი, დამიჯერეთ ბევრს მოიგებთ.

1. ბევრს ჰგონია, რომ თუ გუნება-განწყობილება არ აქვს და ვერაფერში სარგებელს ვერ პოულობს და არის უინტერესო, ეს დეპრესიის გამოა, არადა ძალიან, ძალიან ხშირად ეს არის შედეგი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების. რეალობაში ადამიანს აქვს ქრონიკული ავტოიმუნური თიროიდიტი​ ან იოდდეფიციტური ჩიყვი, ამიტომ სანამ მიიწერთ დეპრესიის დიაგნოზს, გადაამოწმეთ TSH-ი თიროქსინის შემცველობა და გამორიცხეთ, ხომ არ გაქვს რეალურად ჰიპოთირიოზი

2. აღმოჩნდა, რომ დეპრესიის გამოწვევა შეუძლია კალციუმის მაღალ შემცველობას –  სანამ შენ გაიქცევი ექიმთან, მანამდე გადაამოწმე კალციუმის შემცველობა გაქვს თუ არა მაღალი. მაღალ კალციუმს შეუძლია გამოიწვიოს საწყის დროებში გუნება-განწყობის დაქვეითება, ენერგიის არარსებობა, მიდრეკილება უძილობისკენ, საერთო სისუსტე. თან გამორიცხავ სიმსივნე ხომ არ გჭირს, რადგან სიმსივნის დროს კალციუმის შემცველობა ჰაერში ვარდება

3. ქრონიკული პასიური ანთება შენს სხეულში – სანამ წახვალ ფსიქიატრთან დარწმუნდი, ხომ არ გაქვს ანთება, რისი გადამოწმება შეიძლება ერითროციტების დალექვის სიჩქარის

გაზომვით და C-რეაქტიული ცილის შემოწმებით.

4. დაბალი ტესტოსტერონი – თუ მამრობითი სქესის ხარ და ძალა არ გაქვს, განწყობის მხრივ ყოველდღიურობა გიმძიმდება, ამისი მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი ტესტოსტერონი.

5. ზოგჯერ დეპრესია შეიძლება გამოწვეულ იყოს კუჭის წყლულის დროს გამოყენებული მედიკამენტებიდან, მათ შორის როგორ ანტიბიოტიკებით ასევე ომეპრაზოლით

6. კიდე ეს შეიძლება იყოს აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები, რომელსაც პაციენტები სვამენ, ზოგჯერ იწვევენ დეპრესიას ასევე,შეიძლება იყოს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები”.- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები