LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 5924, გარდაიცვალა კიდევ 60 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

79
კორონა

საქართველოში კორონავირუსის 5924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 458 265.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა,
  • აჭარა – 629,
  • იმერეთი – 803,
  • ქვემო ქართლი – 376,
  • შიდა ქართლი – 381,
  • გურია – 157,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412,
  • კახეთი – 537,
  • მცხეთა-მთიანეთი – 165,
  • სამცხე-ჯავახეთი -77,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 153, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 112.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 568 პირი, მათ შორის, თბილისში – 631, აჭარაში – 166, იმერეთში – 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 43, იმერეთში – 24.

3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545 – თბილისში, 1 244 – აჭარაში.

47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 114, ხოლო აჭარაში – 2.

სულ 6 ოქტომბრიდან – 23 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 101 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 30 012, პირი, აჭარაში – 8 246, იმერეთში – 4 553.

ტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები