LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალი ჩიტალაძე: „იცით, საზოგადო ცხოვრებას რამხელა ენერგია მიაქვს? კარგი ჯანმრთელობა გჭირდება, რომ ამ ყველაფერს გაუძლო…“

628
დალი ჩიტალაძე

დალი ჩიტალაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმ სირთულეების შესახებ, რაც საჯარო ცხოვრებას მოაქვს:

„იცით, საზოგადო ცხოვრებას რამხელა ენერგია მიაქვს? კარგი ჯანმრთელობა გჭირდება, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. ასეთ დროს ძალიან ბევრია შურისა და ნეგატივის მომენტები. ამ ყველაფერს რომ გაუძლო, ძალიან ჯანსაღი ფსიქიკა გჭირდება…

ერთს მივხვდი, რომ ახალგაზრდა ხარ მანამდე, სანამ გაქვს ჯანმრთელობა და შეგიძლია, შენი მიზნები ბოლომდე განახორციელო. მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. წლებთან ერთად ვიპოვე შინაგანი სიმშვიდე, ვისწავლე, როგორ შეიძლება იფიქრო მხოლოდ კარგსა და პოზიტივზე…“

ფოტო: დალი ჩიტალაძის გრანდიოზული შავი კაბა: „როგორი განსხვავებული სილამაზეა…“

ფოტო: დალი ჩიტალაძე წითელ კაბაში შეუდარებელია

ფოტო/ვიდეო: ულამაზესი შავი კაბა და საოცარი გარემო – დალი ჩიტალაძე მეგობრის ქორწილიდან კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები