დალი ჩიტალაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს დაბადების დღის შესახებ, რომელიც ახლახან მეგობრების წრეში გადაიხადა:
„წლოვანებას არასდროს ვმალავ, 63 წლის გავხდი. 45 წლის შვილი რომ მყავს, ჩემი ასაკი როგორ შეიძლება, დავმალო? წლების მატება არ მაშინებს, მთავარია, ადამიანი ჯანმრთელი იყო. ყოველ წელს პროგრესირდე და გაიზარდო. მიხარია, რომ სხვებზე მეტი ვიცი წლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. მოხუცებულობა იწყება მაშინ, როდესაც გიჭირს გადაადგილება და ადამიანებთან ურთიერთობა გღლის. მეც მქონდა სერიოზული პრობლემები, მაგრამ არ დავნებდი და დღეს კარგად ვარ…“
