LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამარცხების აღიარება იქნება ტოლფასი იმისა, რომ პუტინი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, რადგან რუსეთში არ უყვართ დამარცხებული იმპერატორები: ზურაბ ბატიაშვილი

117
Capture

უკრაინის ფრონტებზე უკრაინულმა ჯარმა წარმატებული ოპერაციები განახორციელა. უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას და ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე აქტიურ კონტრშეტევებს განაგრძობს.

რა ხდება ფრონტის ხაზზე და რა ტაქტიკით მოქმედებს ამჯერად რუსეთი?  – ამ თემაზე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა ისაუბრა.

რუსულ ჯარში მთლიანად ჩამოიშალა ფრონტის ხაზი. ამით კარგად ისარგებლა უკრაინულმა მხარემ და დაიკავა 8800 კვ კილომეტრის მქონე ტერიტორია. შედარებისთვის, აფხაზეთი არის 8700 კვ კილომეტრი.

რუსეთი ახლა დაბნეულია და თანამდებობის პირები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

მიზნის მიღწევა რომ შესძლებოდათ 3 დღეში უნდოდათ კიევის აღება. არასწორი გათვლა გააკეთეს და ვერ შეძლეს.

ომის დაწყებიდან 201 დღე გავიდა და მათ არ აქვთ გეგმა. უჭირთ დამარცხების აღიარება.

დამარცხების აღიარება იქნება ტოლფასი იმისა, რომ პუტინი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, რადგან რუსეთში არ უყვართ დამარცხებული იმპერატორები.

რა თქმა უნდა პუტინს ამის აღიარება არ სურს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოლომდე, სანამდე შეძლებენ გამოიყენებენ ძალას და ტექნიკას უკრაინის ფრონტზე. მათ არ აქვთ რეზერვი მობილიზებული, არ აქვთ მოტივაცია, ახლა ისინი არიან დეზორგანიზებული და დემორალიზებულები. კარგ შედეგებს რუსეთი არ უნდა ელოდოს. ამის შემდეგ იქნება მათთვის იქნება უარესი და უარესი“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები