საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, სოციალურ ქსელში, სამუშაოს ბოლო დღეს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოებში ყურადღებას იქცევს ის, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია.

კადრებზე ყოფილ უფროსთან საკმაოდ თბილი დამშვიდობებაა აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა გუშინ, სამსახურში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ბრალდებების გამო დატოვა.

პაპუნა უგრეხელიძე ამბობს, რომ ყოფილი თანამშრომელი მას ბრალს შურისძიების მოტივით სდებს და თანამდებობა სწორედ იმიტომ დატოვა, რომ ბრალდებებს სათანადოდ უპასუხოს.

 

მსგავსი თემები