LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9000-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა – საჯარო რეესტრი

143
ლარსი რუსები

მხოლოდ ექვს თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ პარლამენტის წევრ თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 8 872 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

სააგენტოს მონაცემებით, ამავე პერიოდში წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 646 იურიდიულ პირში.

ხოლო ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 638 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 563 იურიდიულ პირში.

 

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6062 ბინა იყიდეს – როგორია მონაცემები წელს

3 თვეში საქართველოში რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა – რამდენმა დატოვა ქვეყანა

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში 5 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა