LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამწვარი აქვს სახე და ორივე მტევანი“ – როგორია დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

476
Untitled design - 2022-02-15T110226.096

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ „ფორტუნას“ განუცხადა.

„შემოვიდა 60 წლამდე პაციენტი. აღენიშნება 20% დაზიანება. დამწვარი აქვს სახე და ორივე მტევანი, წინა მხრები და გულ-მკერდის ნაწილი, გარდა ამისა სასუნთქი გზების დაზიანებას აქვს ადგილი.

ტრავმა მიიღო სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად.

მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში.

მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპისთვის სტაბილური“. – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ

დიღმის მასივში ძლიერი აფეთქება მოხდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g