LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარბაზის უარყოფითი შეძახილები ნინო ქათამაძესა და მარინა ბერიძეს – რატომ გაბრაზდა მაყურებელი

Без-имени-1

ამ წუთებში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში “მხოლოდ ქართულის” ფინალი მიმდინარეობს. კონკურსი ნუცა თოფურიამ გახსნა, შემდეგი კი გუგა მარგველაშვილი გახლდათ, რომელმაც ნიკოლოზ რაჭველის აკომპანემენტის თანხლებით, “თეთრი ვარდები” შეასრულა იმ ვერსიით, როგორიც სოფო ნიჟარაძის შესრულებით გვახსოვს.

გუგა მარგველაშვილმა განსაკუთრებულად სიმღერა სწორედ სოფოს მიუძღვნა, რითაც გამოსვლას გარკვეული პიკანტური დეტალი შესძინა.

პერფორმანსის დასრულების შემდეგ, ჟიურის ნაწილმა მას 10-10 ქულა დაუწერა, მარინა ბერიძემ და ნინო ქათამაძემ კი მხოლოდ 9-9 ქულა გაიმეტეს. ამისთვის მათ დარბაზის გულისწყრომა დაიმსახურეს. ქათამაძისა და ბერიძის ამ გადაწყვეტილებას მაყურებელმა უაყოფითი შეძახილებით უპასუხა.

ნინო ქათამაძემ აღნიშნა:

“იცით, როგორი შეგრძნება მქონდა. სოფოს უმღეროდა სერენადას და ჩვენ ვიყავით, როგორც კორპუსის მეზობლები, ერთი წამითაც არ შემოუხედავს ჩვენთვის…”

სოფო ნიჟარაძემ კი გუგას საქციელი გაამართლა. მისი თქმით, თავადაც უმღერია დარბაზში ერთი ადამიანისთვის… (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები