LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩიაშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე – გაუგებარი განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს

61
1634889215-ილია-დარჩიაშვილი

ჩვენი ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

არესტოვიჩი: საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მეგობარ უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება.

„ეს პროცესი ასე იყო და აუცილებლად ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ ასეთი განცხადებები არ იქნება და ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენი ვაკეთებდით და ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ქადაგიშვილი: არესტოვიჩის ბედს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g