LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის კაბინეტში უკვე დაწერილია გადაწყვეტილება“ – ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი აქციის ფონზე

116
BeFunky-collage (2)
მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო დღევანდელი პროცესიდან: “მთავარი არხი”

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის კაბინეტში დღეს უკვე დაწერილია ნიკა გვარამიას სასამართლოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ბოლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ნიკა გვარამიას საქმე, ესაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, ადამიანის, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მედიის თავისუფლება, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტა, დამოუკიდებელი სასამართლო და დეპოლარიზაცია არის ევროკავშირის მთავარი მოთხოვნები, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ამ საქმის საბოლოო შედეგზე დიდწილადაა დამოკიდებული ის შეფასებები, რომელიც გაკეთდება საქართველოსთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის კაბინეტში დღეს უკვე დაწერილია ამ სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომ, არ მაქვს მაღალი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რადგან ვხედავთ, რომ ყველა ნაბიჯი, რასაც ჩვენი ხელისუფლება დგამს, (მათ შორის, რაც გუშინ მოხდა, კლანის ინტერესების გამყარება სასამართლო სისტემაში), ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურ რეჟიმში შორდება ევროკავშირში გაწევრიანებას და სტატუსის მიღების ამოცანას, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდეს”,  – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამია, ასევე, ზურაბ იაშვილი დამნაშავედ იქნება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ პროცესის დაწყების პარალელურად, სააპელაციო სასამართლოსთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთა აქციას მართავს.

 

 

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში დღეს, „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი გაიმართება.

მხარეები სხდომას რეპლიკისთვის გამოიყენებენ. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, მეორე ინსტანციამ ვერდიქტი დღესვე გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g