LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლური მედია სერიალის ,,სამშობლო” შესაძლო გაგრძელებას აანონსებს

343
eland-newsssnwpd

პოპულარული ამერიკული სერიალი ,,სამშობლო” მერვე სეზონით დასრულდა. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერის, ალექს განსას კომენტარმა შესაძლო გაგრძელებაზე, ფანებს ახალი იმედები გაუჩინა. „როგორც სერიალის თანაავტორი გოვარდ გორდონი ამბობს, არასოდეს თქვა არასოდეს . ამ ეტაპზე ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმით, როგორ დასრულდა სერიალი“ – დასძინა განსამ. მისმა ამ კომენტარმა გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, პოლიტიკური ტრილერი კიდევ გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ  სერიალის მერვე სეზონის გამოსვლამდე უკვე ცნობილი იყო, რომ შოუ ამ სეზონით დასრულდებოდა.

TVLine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექს განსა ამბობს, რომ მომავალ გეგმებზე ახლა კომენტარის გაკეთება ნაადრევია, თუმცა, არაფერს გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ სერიალი ,,სამშობლო” ეთერში 2011 წლიდან გადის და ის ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ დრამად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები