LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო დოიაშვილის კონფლიქტი ზურა ყიფშიძესთან: „მაფრთხილებდნენ, რომ მას პრემიერის შიში ჰქონდა…“

1811
doijashvilikifshidze

დათო დოიაშვილი თავისი დიდი ხნის მეგობარს, ლელა წურწუმიას გადაცემაში ესტუმრა და მოუყვა იმ კონფლიქტის შესახებ, რომელიც მსახიობ ზურა ყიფშიძესთან ჰქონდა.

დათო დოიაშვილი:

„გადავწყვიტე, რომ დამედგა „სირანო დე ბერჟერაკი“ და მთავარ როლზე მოვიწვიეთ ზურა ყიფშიძე. ყოველი რეპეტიცია იყო ახლის აღმოჩენა და სიამოვნება. ახლაც რომ მახსენდება ეს რეპეტიციები, ბევრ რამეს ვსწავლობდი იქიდან.

გაფრთხილებული ვიყავი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს და შეიძლება, ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ვიტყვი – იმედია, ზურას არ ეწყინება, რომ მას აქვს პრემიერის შიში, მაყურებლის შიში. ეს ცნობილი შიშია… არიან არტისტები, მაგალითად, ნინო კასრაძე, ეშინია რეპეტიციების დროს, მაგრამ პრემიერაზე იმდენად მზადაა, რომ ერთი სული აქვს, სცენაზე გავიდეს. ზურას კი აქვს ხასიათი, რომ მითხრეს, ყველაფერს გააკეთებს პრემიერის წინ, რომ პრემიერა არ შედგესო. ამისთვის იყავი მზად და შენი ლავირებით მიიყვანე პირველ დღემდე, მთავარია, პირველი დღე ათამაშოო. „სირანო დე ბერჟერაკი“ უნდა გვეთამაშა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, ვხურავდით ამ ფესტივალს. დამირეკა ეკა მაზმიშვილმა, რომ 5-6 იმპრესარიოს სურდა ზურა ყიფშიძის ნახვა და მთხოვა, გენერალურ რეპეტიციაზე მათი მიყვანა. ვთხოვე დასს, ზურასაც… ვითამაშეთ მათ წინაშე, გაოგნებული სახეები ჰქონდათ, მერე ზურას ცალკე ესაუბრნენ, ისიც ძალიან კმაყოფილი იყო. ერთი დღე იყო დარჩენილი პრემიერამდე. მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ ეს შიში გადალახა. მოხდა ისე, რომ პრემიერის დღეს რეპეტიციის დაიწყო ჯაჯღანი. არ მახსოვს, რა მოხდა ჩემში. ორი პლუსი დაეტაკა ერთმანეთს. ვუთხარი, რომ დავამთავრეთ ურთიერთობა და ყველაფერი-მეთქი. ვუთხარი, რომ არაფერი აღარ შედგებოდა. ჩავშალე პრემიერა. დასიც ძალიან განერვიულდა. ყველა არტისტი, ვინც თამაშობდა, ვინც – არა, ამდენი შრომა წყალში არ ჩავყაროთო, მთხოვდნენ, მაგრამ ეს არის ჩემი ძალიან ცუდი ხასიათი. არის რაღაცები, რის იქითაც ვეღარ გადავდივარ. მერე კი დავდგი ეს სპექტაკლი სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ქართველმა მაყურებელმა ვეღარ ნახა და ეს ზურას გამო არის გულდასაწყვეტი, წარმოუდგენლად თამაშობდა, მაგრამ ის, რაც ერთხელ გატყდა, ვეღარ აღდგება. განვიცდი იმას, რომ ქართველმა მაყურებელმა ვერ ნახა ზურა ამ როლში, თორემ სპექტაკლს ვერ განვიცდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები