LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „აუცილებლად უნდა ნახოთ „ახალ თეატრში” ირაკლი ჩარკვიანის მუსიკით ჩემი გენიოსი მეგობრის დათო დოიაშვილის დადგმული ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მე გადმოვცურავ ზღვას”…“

340
რაჭველი ნიკა

ნიკოლოზ რაჭველი ახალ თეატრს ახალ სპექტაკლს ულოცავს, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით დაიდგა და წერს:

„არც კი ვიცი, რა დავწერო, პირველად მივხვდი რას ნიშნავს შთაბეჭდილებასთან გამკლავების პროცესი… და ისიც პირველად გავიაზრე, რა იგულისხმება, როდესაც გულწრფელად ამბობენ „სიტყვები უძლურიაო“.

მხოლოდ ერთს ვეტყვი ჩემი სოციალური ქსელის აუდიტორიას და გნებავთ, მთელ ქვეყნიერებას: აუცილებლად, აუცილებლად უნდა ნახოთ „ახალ თეატრში” ირაკლის ჩარკვიანის მუსიკით ჩემი გენიოსი მეგობრის დათო დოიაშვილის დადგმული ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მე გადმოვცურავ ზღვას” და მერე თქვენც ჩემსავით გაიაროთ შთაბეჭდილებებთან გამკლავების უკიდურესად ემოციური პროცესი!!!

უდიდესი რევერანსი, ქედის მოხრა, მადლიერება და სიყვარული დამდგმელ ჯგუფს, მუსიკალური ნაწილის ავტორებს და ვოკალურ ხელმძღვანელს, ბრწყინვალე გმირებს სცენაზე და სცენის მიღმა ყველას ვინც თავისი წვლილი შესძინა ამ საოცარი წარმოდგენის შექმნას!!!

ამაყი ვარ, რომ ეს ჩემი თეატრია და ყველანი მასში ჩემი გულის და სულის ნაწილები არიან, ისევე როგორც მე მათი!!!

ჩ ვ ე ნ  გ ა დ ა ვ ც უ რ ა ვ თ  ზ ღ ვ ა ს ! !“

ვიდეო: ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაზე შექმნილი მიუზიკლის პრემიერაზე მაყურებელმა მსახიობები ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები