თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა პროექტი: „ქართული კინომუსიკის შედევრები – მეხსიერების ბარათი 2“.
კონცერტზე ნიკოლოზ რაჭველმა ორკესტრთან ერთად ვაჟა აზარაშვილის „სენტიმენტალური ტანგო“ შეასრულა.
უკვდავი ვაჟა აზარაშვილი და კადრი, რომელიც ისტორიას უნდა დარჩეს!
Posted by Sandro Gegechkori on Wednesday, 19 October 2022
დარბაზში საღამოს ესწრებოდა თავად ვაჟა აზარაშვილიც, რომლის ცრემლებიც, ამ შესრულების დროს, პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პიანისტმა დაწერა:
„უკვდავი ვაჟა აზარაშვილი და კადრი, რომელიც ისტორიას უნდა დარჩეს!..“