დავით დოიაშვილმა და ბასა ჯანიკაშვილმა ახალ თეატრში ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით დადგმული მიუზიკლის პრემიერა წარმოადგინეს.
სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
მაყურებლის დიდი ოვაციები და აპლოდისმენტები კარგად ჩანს იმ ვიდეოში, რომელიც ახალმა თეატრმა ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ასეთი სიმპათია დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან შემოქმედებითმა ჯგუფმა.
„მიუზიკლი „მე გადავცურავ ზღვას” ჩავაბარეთ ჩვენს საყვარელ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და კოლეგებს, ხვალიდან კი გელით პრემიერაზე თქვენ, ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, წარმატებები და მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან მიუზიკლში, თქვენ კი, ვისაც ჯერ არ შეგიძენიათ ბილეთი, იჩქარეთ, სულ ცოტა ბილეთი დარჩა ნოემბრის სპექტაკლებზე, მადლობა და გელით, შევხვდებით თეატრში…“, აღნიშნულია ახალი თეატრის განცხადებაში.
ახალ თეატრში ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი მიუზიკლის პრემიერაა!..