ქეთათო ჩარკვიანი თემურ ებიტაშვილის პოდკასტში ირაკლი ჩარკვიანის ფენომენზე საუბრობს:
„ირაკლი იყო ძალიან განათლებული, ერუდირებული და ძალიან კარგი ადამიანი. ეს ყველაფერში გამოიხატებოდა. მის გვერდით ძალიან კარგი გახდებოდი. სიკეთის კულტივირებას ახდენდა. ირაკლი უბრალოდ, ძალიან ნიჭიერი იყო, კარგი არტისტი. ირაკლიმ სხვა ხარისხი დადო. ის მელოდისტი იყო. ყველა ალბომში ორი-სამი ჰიტი მაინც ჰქონდა. მისი სიტყვები ნაღდი იყო. ირაკლი, რაც დრო გავა, უფრო მეტად დაფასებული და გააზრებული იქნება… ძალიან მენატრება… დღეს ვეტყოდი, იყავი კარგად, რასაც თვითონ ამბობდა… ჩემი სიცოცხლე, ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ვერ წარმომედგინა, რომ მის გარეშე დამეძინებოდა…“
